logo
ENG



ოკუპანტებმა კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრს რაკეტა ესროლეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]

27 ივნ 202218:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/27/cp0pfmj6rtpb8d2.jpg

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ კრემენჩუგში მდებარე სავაჭრო ცენტრს რაკეტა ესროლეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

აფეთქებას მსხვერპლის მოჰყვა, თუმცა დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, ასევე არიან დაშავებულები. ქალაქის მერი ამბობს, რომ სავაჭრო ცენტრში ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. 

სავაჭრო ცენტრი ამსტორი სარკინიგზო სადგურიდან 300 მეტრში მდებარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ლოკაციას არანაირი კავშირი არ აქვს სამხედრო ბაზასთან, რის გამოც შესაძლოა, ოკუპანტებს ის დაებომბათ. 


close დახურვა